Flyhelp.com
FlyHelp არის კომპანია, რომელიც იცავს მგზავრთა უფლებებს. საჰაერო მგზავრობის დროს თითოეულ მგზავრს იცავს კანონი, რომელიც ავიაკომპანიებს ავალდებულებს ნაკისრი პასუხისმგებლობების პირნათლად შესრულებას. მუდამ მზადაა დაიცვას უფლებები და დაგეხმაროთ მიიღოთ ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
შევქმენით თანამედროვე ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გამართულ დიზაინს, სწრაფ და ფუნქციურ ვებსაიტს, ასევე SEO-ზე მორგებულ სტრუქტურას
დიზაინი
პროექტისთვის შევიმუშავეთ თანამედროვე და მომხმარებელზე ორიენტირებული UX/UI დიზაინი, რომელიც მაქსიმალურად ამარტივებს ნავიგაციას და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას. დიზაინი მორგებულია როგორც დესკტოპ, ასევე მობილურ მოწყობილობებზე, რათა პლატფორმა იყოს ვიზუალურად გამართული და კომფორტული ნებისმიერ ეკრანზე.
- თანამედროვე UX/UI დიზაინის შექმნა
- მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისის დაგეგმვა
- Responsive დიზაინის მომზადება ყველა მოწყობილობისთვის
- ბრენდის ვიზუალური სტილის ფორმირება

ვებსაიტის შექმნა
FlyHelp.ge-სთვის ავაწყვეთ სწრაფი, სტაბილური და ფუნქციური ვებსაიტი, რომელიც უზრუნველყოფს გამართულ მუშაობას და მომხმარებლისთვის მარტივ ინტერაქციას. პროექტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიჩქარეს, სტრუქტურასა და პლატფორმის ტექნიკურ გამართვას.
- ვებსაიტის სრული აწყობა და განვითარება
- ფუნქციონალის ინტეგრაცია და ოპტიმიზაცია
- სწრაფი და სტაბილური არქიტექტურის შექმნა
- Performance ოპტიმიზაცია და ტექნიკური გაუმჯობესება

SEO ოპტიმიზაცია
SEOპროექტის ფარგლებში განხორციელდა SEO სტრუქტურის დაგეგმვა და ტექნიკური ოპტიმიზაცია, რათა ვებსაიტი უკეთ პოზიციონირდეს Google-ში და მოიზიდოს მიზნობრივი აუდიტორია. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სწორ სტრუქტურაზე, გვერდების ოპტიმიზაციასა და საძიებო სისტემებისთვის გამართულ არქიტექტურაზე.
- SEO სტრუქტურის დაგეგმვა
- გვერდების ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია
- Google-ში ხილვადობის გაუმჯობესებაზე მუშაობა
- SEO-ზე მორგებული გვერდებისა და კონტენტის სტრუქტურის შექმნა