WordPress-ზე საიტების შექმნა
WordPress Development-ის მიმართულებით 10+ წლიანი გამოცდილება
WordPress Development
WordPress Development-ის მიმართულებით 10+ წლიანი გამოცდილებით, AI360deg ქმნის თანამედროვე, ფუნქციურ და ინდივიდუალურად მორგებულ ვებსაიტებს WordPress-ზე.
ჩვენი გუნდი WordPress სისტემაზე მუშაობს უკვე წლებია და კარგად იცნობს მის შესაძლებლობებს – კორპორატიული ვებსაიტებიდან დაწყებული, WooCommerce პლატფორმებითა და მრავალფუნქციური custom სისტემებით დასრულებული. ვიყენებთ მხოლოდ სტაბილურ, სანდო და გამოცდილ plugin-ებს, რათა ვებსაიტი იყოს უსაფრთხო, გამართული და მარტივად სამართავი.
რატომ WordPress?
WordPress ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოქნილი CMS პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სიმარტივეს და ფართო შესაძლებლობებს.
მარტივი მართვა
WordPress გამოირჩევა მოსახერხებელი ადმინიპანელით, რაც ამარტივებს საიტის კონტენტის, გვერდებისა და ინფორმაციის მართვას ყოველდღიურ რეჟიმში.
მოქნილი და განვითარებადი სისტემა
WordPress საშუალებას იძლევა შეიქმნას როგორც მარტივი კორპორატიული ვებსაიტები, ისე მრავალფუნქციური eCommerce და custom სისტემები.
ფართო Plugin ეკოსისტემა
პლატფორმას აქვს ათასობით plugin და ინტეგრაცია, რაც შესაძლებელს ხდის დამატებითი ფუნქციონალის მარტივად დამატებას და სისტემის გაფართოებას.
SEO-Friendly პლატფორმა
WordPress ტექნიკურად კარგად არის ოპტიმიზებული საძიებო სისტემებისთვის და იდეალურ საფუძველს ქმნის SEO ოპტიმიზაცისთვის.
უსაფრთხოება და სტაბილურობა
სწორი განვითარებისა და ხარისხიანი plugin-ების გამოყენების შემთხვევაში WordPress წარმოადგენს უსაფრთხო და სტაბილურ პლატფორმას.
WordPress & WooCommerce
WooCommerce არის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი eCommerce სისტემა, რომელიც WordPress პლატფორმას სრულფასოვან ონლაინ მაღაზიად გარდაქმნის. მარტივი მართვის პანელი, ფართო ფუნქციონალი და მრავალფეროვანი ინტეგრაციები ბიზნესებს საშუალებას აძლევს ეფექტურად მართონ ონლაინ გაყიდვები.
AI360deg-ის გუნდი მუშაობს WooCommerce პლატფორმაზე და ქმნის ონლაინ მაღაზიებს, რომლებიც გათვლილია როგორც მომხმარებლებზე, ისე გაყიდვების ზრდასა და ბიზნესის განვითარებაზე.
WordPress & WooCommerce
WooCommerce არის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი eCommerce სისტემა, რომელიც WordPress პლატფორმას სრულფასოვან ონლაინ მაღაზიად გარდაქმნის. მარტივი მართვის პანელი, ფართო ფუნქციონალი და მრავალფეროვანი ინტეგრაციები ბიზნესებს საშუალებას აძლევს ეფექტურად მართონ ონლაინ გაყიდვები.
AI360deg-ის გუნდი მუშაობს WooCommerce პლატფორმაზე და ქმნის ონლაინ მაღაზიებს, რომლებიც გათვლილია როგორც მომხმარებლებზე, ისე გაყიდვების ზრდასა და ბიზნესის განვითარებაზე.
თუ გინდათ სწრაფი და თანამედროვე საიტი WordPress-ზე
ჩანიშნე კონსულტაციადაკავშირებული პროექტები
ხშირად დასმული კითხვები
მხოლოდ WordPress ვებსაიტებზე მუშაობთ?
არა, ვმუშაობთ როგორც WordPress პლატფორმაზე, ასევე custom development, eCommerce და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროექტებზე.
შესაძლებელია WooCommerce ონლაინ მაღაზიის შექმნა?
დიახ, ვქმნით WooCommerce ონლაინ მაღაზიებს ინდივიდუალური დიზაინით, გადახდის სისტემებით და ბიზნესზე მორგებული ფუნქციონალით.
WordPress კარგია SEO-სთვის?
დიახ, WordPress ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა SEO-სთვის და სწორად ოპტიმიზაციის შემთხვევაში მნიშვნელოვნად ეხმარება საიტის ხილვადობას Google-ში.
შეძლებთ custom ფუნქციონალის დამატებას?
დიახ, საჭიროების შემთხვევაში ვქმნით custom მოდულებსა და ფუნქციონალს, რომელიც სრულად ერგება თქვენს მოთხოვნებს.
უზრუნველყოფთ თუ არა ტექნიკურ მხარდაჭერას?
დიახ, პროექტის დასრულების შემდეგაც გთავაზობთ ტექნიკურ მხარდაჭერას, განახლებებს და უსაფრთხოების მონიტორინგს.