Cleanservice.ge
Cleanservice.ge წარმოადგენს ქიმწმენდისა და ავეჯის ღრმა წმენდის სერვისების პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც პროფესიონალურ ქიმწმენდას, ასევე ქიმწმენდის აპარატების გაქირავების მომსახურებას. პლატფორმა ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურებაზე, კომფორტზე და თანამედროვე სერვისების მარტივად მიღებაზე, როგორც კერძო პირებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის.

ვებსაიტის მართვა & მხარდაჭერა
პროექტის ფარგლებში ვახორციელებთ ვებსაიტის სრულ ტექნიკურ მართვას, მხარდაჭერასა და სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფას, რათა პლატფორმა მუდმივად გამართულად და სწრაფად მუშაობდეს.
- ვებსაიტის ტექნიკური მხარდაჭერა
- სისტემის მონიტორინგი და მართვა
- ფუნქციონალის განახლება და გაუმჯობესება
- Performance ოპტიმიზაცია
- სტაბილურობისა და უსაფრთხოების კონტროლი
SEO ოპტიმიზაცია
Cleanservice.ge-სთვის აქტიურად ვმუშაობთ SEO მიმართულებით, რათა პლატფორმა უკეთ პოზიციონირდეს Google-ში და მოიზიდოს მიზნობრივი აუდიტორია.
- ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია
- SEO სტრუქტურის განვითარება
- Google-ში ხილვადობის გაუმჯობესება
- სერვის გვერდების ოპტიმიზაცია
- Core Web Vitals და სისწრაფის გაუმჯობესება
კონტენტი & ცვლილებები
პროექტისთვის მუდმივად მზადდება ახალი კონტენტი და ბლოგ პოსტები, ასევე ხორციელდება ვებსაიტის ვიზუალური და ფუნქციური განახლებები.
- SEO-ზე მორგებული სტატიების წერა
- კონტენტის დამატება და განახლება
- ვებსაიტის ცვლილებები და გაუმჯობესება
- სერვისებისა და გვერდების გაფართოება
- UX/UI ელემენტების განახლება